პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებზე არ აქვს მთავრობის თანხმობა – მამუკა მდინარაძე

როგორც ქართული რადიკალური ოპოზიცია, იგივე „ნაცმოძრაობა“ თავისი ყველა ჯგუფით და კლასტერით, ასევე სალომე ზურაბიშვილი ერთ ნარატივზე არიან და ეს ნარატივი საბოლოო მიზნად ისახავს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობა არ აქვს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, მეც ზუსტად იგივე ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველოს პეზიდენტს არ აქვს თანხმობა საქართველოს მთავრობის, რომელიც საქართვლოს კონსტიტუციის მიხედვით ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას, კომპეტენციას. კონსტიტუციის მიხედვით მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ ამ უარსაც თავისი მიზეზები აქვს. ასე მშრალად და ფორმალურად არაა მხოლოდ. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, კონსტიტუციის დარღვევაა, კონსტიტუციის უპატივცემულობაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ამ შეუთანხმებლობას, დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები. მაგალითად, მე შემიძლია, გაგახსენოთ აქ, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო. ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით, გულში მაინც,”- განაცხადა მდინარაძემ.

 

სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს – პრეზიდენტი

მსგავსი თემები