რას ამბობს მამუკა მდინარაძე დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით

დაგროვებითი პენსიის არსებული მოდელი ძალაში 2028 წლის პირველ იანვრამდე დარჩება. მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტზე სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება. პროექტის მიხედვით, ყველა მოქალაქის დაგროვებითი პენსია ავტომატურად დაბალ რისკიან პორტფელში მოხვდება.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია მართებდა.

,,საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია მართებდა. სანამ საქართველოს ყველა მოქალაქე არ იქნება დარწმუნებული რას აკეთებს, თავის დანაზოგთან დაკავშირებით მანამდე არანაირი გადაწყვეტილება არ შეიძლება მიიღო- რადიკალური და გარდამტეხი. არ არის სწორი, როდესაც ერთი მხრივ ეუბნები რა კარგია რაღაც და მეორე მხრივ არ აყენებ საქმის კურსში, რომ ჯერ ოთხი წლის პერსპექტივაში ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება იმიტომ, რომ საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი წავიდა და თავისი დანაზოგების გადატანა-გადმოტანა დაიწყეს. გაურკვევლობა არ უნდა იყოს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ყველა დანაზოგი დარჩეს ე.წ დაბალრისკიანში და თუ ადამიანს მოუნდება შეძლებს თავად გადაიტანოს საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში. 2028 წლამდე რაც იყო რჩება ისე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს თავისი დანაზოგის ბედი და ამ საკითხს არანაირი რისკი შეეხება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები