,,უცებ მოვარდნილმა წყალმა წაგვიღო მანქანიანად….წყლით სავსეა მანქანა…”- მოქალაქე

თბილისში,  წვიმამ პრობლემები შექმნა – დაიტბორა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა სადენები. ზოგიერთ უბანში წყალი ჩავიდა სადარბაზოებში, ლიფტებში და სახლებში.

ერთ-ერთი მოქალაქე ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ წყალმა მანქანიანად გაიტაცა.

,,უცებ მოვარდნილმა წყალმა წაგვიღო მანქანიანად. მადლობა უფალს გადავრჩით. წყალმა გაგვიტაცა მანქანიანად…ვიჯექით მე და დედაჩემი მანქანაში და უცებ მოვარდნილმა წყალმა წაგვიღო. მოკლედ, შევძელი, როგორღაც გადმოვიყვანე დედაჩემი მანქანიდან, მეც მოვახერხე უსაფრთხო ადგილას გადასვლა. წყლით სავსეა მანქანა…”,- აცხადებს მოქალაქე.

მსგავსი თემები