თბილისის აეროპორტში, გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების თვითმფრინავი დაეშვება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების თვითმფრინავი დაეშვება.

არსებული ინფორმაციით, ბორტზე საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იმყოფება.

ქართველების დეპორტაცია გერმანიიდან, სავარაუდოდ, ბერლინის ახალ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რის მიხედვითაც, გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ოფიციალური ბერლინის განცხადებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებს სამშობლოში დევნა არ ემუქრებათ.

მსგავსი თემები