სარაკეტო იერიში დნეპროპეტროვსკის რეგიონზე – დაშავდა სულ მცირე შვიდი ადამიანი

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად.

„დნეპროში შუაღამით ძლიერი აფეთქებები მოხდა. მტერმა ქალაქს რაკეტებით დაარტყა. ერთი მათგანი ჩამოგდებულია“, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა სატრანსპორტო ობიექტი და დაზიანდა ათამდე შენობა, მათ შორის ბანკი, ბენზინგასამართი სადგური, სასტუმრო და სასოფლო-სამეურნეო კომპანია. ასევე დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და წყლისა და გაზსადენები.

 

მსგავსი თემები