,,საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს”- საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

,,გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები