პუტინის პირველი განცხადება პრიგოჟინზე

ვლადიმერ პუტინი ევგენი პრიგოჟინის დაღუპვას ეხმაურება და ამბობს, რომ ის “მძიმე ბედის კაცი იყო და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომები დაუშვა”.

მის განცხადებას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს და წერს, რომ პუტინმა ტვერის რეგიონში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

მისივე თქმით, “ვაგნერმა” მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინაში ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ”.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

“როსავიაციამ” დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

მსგავსი თემები