პრიგოჟინის ლიკვიდაციას ბრძანება “დიდი ალბათობით” პუტინმა გასცა – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით,  კერძო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციას ბრძანება “დიდი ალბათობით” რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა. მათივე ცნობით, პუტინმა პრიგოჟინს 2 თვის წინ მომხდარი აჯანყების გამო სამაგიერო გადაუხადა.

,,როსავიაციამ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, მათ შორის ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა. გარდა ამისა, რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ მეორე თვითმფრინავი Embraer, რომელიც ვაგნერს ეკუთვნის, მოსკოვიდან გაფრინდა, თუმცა მალევე ოსტაფიევოს აეროპორტში დაეშვა – ზუსტად იმ დროს, როცა პრიგოჟინის თვითმფრინავი აფეთქდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და კრემლი აჯანყების წუთიდან ანადგურებდნენ ვაგნერს და პრიგოჟინის ძალაუფლებას ასუსტებდნენ, ხოლო ვაგნერის მეთაურის მკვლელობა იყო ვაგნერის როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის ლიკვიდაციის ბოლო ნაბიჯი. ექსპერტების აზრით, პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ცდილობდა ვაგნერის განადგურების ოპერაციისთვის წინააღმდეგობა გაეწია”, – ნათქვამია მოხსენებაში.

სპეციალისტების შეფასებით, პრიგოჟინის და უტკინის მკვლელობა დიდ გავლენას იქონიებს ვაგნერზე, როგორც ბრენდზე.

 

 

მსგავსი თემები