ვიდრე მცირედი შანსი იქნება, საძიებო სამუშაოები გაგრძელდება – ონის მერი

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მისი თქმით, 29 მოქალაქის ცხედრიდან, იდენტიფიცირებულია 28.

„ამ დროისთვის არსებული ონფორმაციით, 29 მოქალაქე არის ნაპოვნი, აქედან 28 იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს ოთხი ადამიანის საძიებო სამუშაოები. აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე. ვიდრე მცირედი შანსი იქნება, საძიებო სამაოები გაგრძელდება. სამუშაოების შეწყვეტასა და გაფართოებაზე შესაბამისი სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

მსგავსი თემები