„მოისვენა თოჯინიანმა კაცმა ! ნაწილ-ნაწილ აგროვებდა 21 დღე ცოლს და შვილებს და შეაგროვა!”- მოქალაქის ემოციური პოსტი

3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა სტიქიას ბოლო მონაცემებით,  29 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არიან  ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია.

გარდაცვლილებს შაბათს დაკრძალავენ.

„მოისვენა თოჯინიანმა კაცმა ! ნაწილ-ნაწილ აგროვებდა 21 დღე ცოლს და შვილებს და შეაგროვა!
დედას ჩააბარა სამივე! ახლა უკვე იცის, ტკივილისგან კანის აგლეჯვა რომ მოუნდება, სად მივიდეს! მისი გაღვიძების წარმოდგენა მზარავს, ღვარცოფივით რომ დაატყდება თავს რეალობა! შაბათს დაკრძალავს და დარჩება მარტო, თავის ფიქრებთან, მოგონებებთან და ენით აღუწერელ ტკივილთან ! ჩემი ტკივილია ეს ადამიანი,“ – წერს მოქალაქე ჯგუფ ”რაჭაში”.

მსგავსი თემები