„სემეკს მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა“- გიორგი ფანგანი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) უმსხვილესი ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება მიენიჭა. მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებას სემეკი 2026 წელს უმასპინძლებს. პერუში, ქ. ლიმაში გამართულ ენერგეტიკის რეგულირების მე-8 მსოფლიო ფორუმზე სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ფორუმის მასპინძლობის შესახებ პრეზენტაცია და საინფორმაციო რგოლი წარადგინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის მაღალი რანგის დელეგატებმა უმაღლესი შეფასება მისცეს. ფორუმს ესწრებოდა სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია. გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ფორუმის მონაწილეებს საქართველოში დაგეგმილი ღონისძიების ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და მწვანე ენერგიის განვითარების მნიშვნელობაზე. „მაღალი კონკურენციის პირობებში, სემეკს მსოფლიო მნიშვნელობის ენერგეტიკული…

მეტი...

,,გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! ეს დღე – ერთიანობის მომენტია”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კონსტიტუციის დღე – ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის – ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად! “გილოცავთ კონსტიტუციის დღეს! 24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია – დღევანდელ დღეს, 1995 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებით სათავე დაუდო ჩვენი ისტორიის ახალ ეტაპს – სამოქალაქო ერთიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოს  მშენებლობას. საქართველოს კონსტიტუცია – ჩვენი ხელშეკრულება ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან – დიდი ისტორიისა და კულტურის განმსაზღვრელ ფასეულობებს ეფუძნება.…

მეტი...

სამძებრო სამუშაოებისას გუშინ ნაპოვნი ცხედარი ანასტასია დუდაშვილის აღმოჩნდა

3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა სტიქიას ბოლო მონაცემებით,  29 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არიან  ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია. 6 აგვისტოს 7 წლის ლუკას გარდაცვალება დადასტურდა,  მოგვიანებით კი მაშველებმა ნატო ჭელიძის და  ანდრიას ცხედარიც იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამძებრო სამუშაოებისას გუშინ ნაპოვნი ცხედარი ანასტასია დუდაშვილის აღმოჩნდა. „დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს, შოვის ტრაგედიას, სამწუხარო ამბავი უნდა გაუწყოთ: სამძებრო სამუშაოებისას გუშინ ნაპოვნი ცხედარი ანასტასია დუდაშვილის აღმოჩნდა, რაც უკვე დადასტურებულია. ალბათ, ყველანი მიხვდით, მაგრამ მაინც განვმარტავ, რომ ეს სწორედ ის ბავშვია, ვისაც მაშველებთან ერთად, მამამისიც ეძებდა და თან დაატარებდა…

მეტი...

პუტინი დამნაშავე იყო საქართველოში და დღეს დამნაშავეა უკრაინაში – ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადებით, 2008 წლის ომში ვლადიმერ პუტინი დამნაშავე იყო. მისივე თქმით, პუტინი დღესაც დამნაშავეა უკრაინაში. „ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხი არის საკითხი, რომელიც საუკუნეებითა და საუკუნეებით თარიღდება და რომელიც ჩვენს ბევრ მემკვიდრეს მოიცავს. მე ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინი დამნაშავე იყო საქართველოში და რომ ის დღეს დამნაშავეა უკრაინაში“, – განაცხადა სარკოზიმ.  

მეტი...

,,რუსეთში არც ისე ბევრი რამ ხდება, რომლის უკანაც პუტინი არ დგას”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტვერის ოლქში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ უკვირს; ამასთან, ბაიდენი მომხდარში პუტინის შესაძლო მონაწილეობასაც მიუთითებს, თუმცა მისი თქმით, პასუხისთვის საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ,,რუსეთში არც ისე ბევრი რამ ხდება, რომლის უკანაც პუტინი არ დგას, თუმცა პასუხისთვის საკმარისი არ ვიცი”, – განაცხადა ბაიდენმა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე პრიგოჟინი იმყოფებოდა – ”როსავიაცია”

მეტი...

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე პრიგოჟინი იმყოფებოდა – ”როსავიაცია”

“როსავიაცია” ადასტურებს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე კერძო სამხედრო ორგანიზაციის მეთაური, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. უწყების ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ: სერგეი პროპუსტინი; ევგენი მაკარიანი; ალექსანდრ ტოტმინი; ვალერი ჩეკალოვი; დმიტრი უტკინი; ნიკოლაი მატუსეევი; ევგენი პრიგოჟინი. ეკიპაჟის წევრები: მეთაური: ალექსეი ლავშინი; მეორე პილოტი: რუსტამ კარიმოვი; ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა. ევგენი პრიგოჟინი რუსეთში, ავიაკატასტროფისას დაიღუპა

მეტი...

,,თან პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე”- ანასტასია დუდაშვილის გარდაცვალება დადასტურდა

3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა სტიქიას ბოლო მონაცემებით,  29 ადამიანი ემსხვერპლა. საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. გარდაცვლილებს შორის არიან  ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია. 6 აგვისტოს 7 წლის ლუკას გარდაცვალება დადასტურდა,  მოგვიანებით კი მაშველებმა ნატო ჭელიძის და  ანდრიას ცხედარიც იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამძებრო სამუშაოებისის შედეგად, ასევე ნაპოვნია ანასტასია დუდაშვილის ცხედარიც. “გონებიდან არ ამომდის 2 წლის ანასტასიას სიტყვები: “ჩემი ტუტულიკა დედიკო, მიყვარხარ” თან პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე. ნატო ჭელიძე; ლუკა დუდაშვილი; ანდრია დუდაშვილი; ანასტასია დუდაშვილი. პანაშვიდი 24-25 აგვისტო. ქ. თბილისი, ჟიული შარტავას…

მეტი...

ევგენი პროგოჟინმა საკუთარი სიკვდილის ორდერს ხელი თავად მოაწერა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ევგენი პროგოჟინმა საკუთარი სიკვდილის ორდერს ხელი თავად მოაწერა. „აშკარაა, რომ პუტინი საკუთარ ცხოველურ ტერორს არავის პატიობს. ის მომენტს ელოდა. ისიც აშკარაა, რომ პრიგოჟინმა ხელი მოაწერა თავისთვის სპეციალურ სასიკვდილო ორდერს იმ მომენტში, როცა ირწმუნა ლუკაშენკოს უცნაური „გარანტიები“ და პუტინის აბსურდული „საპატიო სიტყვა“. პრიგოჟინისა და ვაგნერის სარდლობის დემონსტრაციული ლიკვიდაცია გადატრიალების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ არის სიგნალი პუტინისგან რუსეთის ელიტებისთვის 2024 წლის არჩევნების წინ. „ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის“. მაგრამ ეს ასევე არის სიგნალი რუსი სამხედროებისთვის“,-  წერს პოდოლიაკი.

მეტი...

გიორგი დუდაშვილის, შოვში დაღუპულ მეუღლესა და შვილებს შაბათს დაკრძალავენ

ბოლო მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად  აღმოჩენილია 29 ცხედარი. საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. გიორგი დუდაშვილის, შოვში დაღუპულ მეუღლესა და სამ შვილს შაბათს დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “ნატო ჭელიძე, ლუკა, ანდრია, ანასტასია, დუდაშვილების პანაშვიდი 24-25 აგვისტო. ჟიული შარტავას 45, მესამე სადარბაზო, მე-9 სართული. გასვენება შაბათს ქაშუეთუს ეკლესიიდან 14:00 საათზე”, – წერენ რაჭის ჯგუფში.

მეტი...