პენიტენციურ დაწესებულებაში დღეიდან ამანათებს გერმანული ნაგაზი „პრადა“ შეამოწმებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამსახურში კინოლოგიური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეიდან ამანათებს გერმანული ნაგაზი „პრადა“ შეამოწმებს.

,,დღეს უკვე გერმანული ნაგაზი სახელად ,,პრადა” ასრულებს მოვალეობას ამანათების შემოწმებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში სამსახური მოამზადებს შესაბამისი ჯიშის ძაღლების დამატებით რაოდენობას, რის შემდეგაც ოთხფეხა მეგობრები ჩაერთვებიან პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში.

სამსახური, თავის მხრივ, პასუხისმგებლობას იღებს ძაღლების მოვლა-პატრონობასა და გაწვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე”, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები