,,20 დღე ეძება და მიუყვანეს გმირმა ბიჭებმა”- 2 წლის ანასტასია დუდაშვილის გარდაცვალება დადასტურდა

3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა სტიქიას ბოლო მონაცემებით,  29 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არიან  ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია.

6 აგვისტოს 7 წლის ლუკას გარდაცვალება დადასტურდა,  მოგვიანებით კი მაშველებმა ნატო ჭელიძის და  ანდრიას ცხედარიც იპოვეს. ასევე დადასტურდა 2 წლის ანასტასია დუდაშვილის გარდაცვალებაც.

„როგორ საშინლად ჟღერს „იდენტიფიცირებულია“, მაგრამ, ამავდროულად, ერთადერთი სანუგეშო სიტყვაა ანასტასიას თოჯინით ხელში მოსიარულე, ლანდად ქცეული მამისთვის… 20 დღე ეძება და მიუყვანეს გმირმა ბიჭებმა… თითქოს, მთელი ტრაგედია ერთ ადამიანში გაერთიანდა… შეუერთდა ანგელოზთა ლაშქარს, პატარა ანასტასია… ვუსამძიმრებ მთელ ერს… დარწმუნებული ვარ, ყველა ელოდა პატარა ანგელოზის გამოჩენას…. ღმერთო გვაკმარე…“ – წერს მოქალაქე.

მსგავსი თემები