სარფის საბაჟოზე თურქეთის მოქალაქის სხეულზე მოწყობილ სამალავში ნარკოტიკი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ჰ.გ.ჯ.-ს, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 45,31 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“   აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეს,  საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მოწყობილ სამალავში ჰქონდათ განთავსებული,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

მსგავსი თემები