,,საერთო არაფერი გვაქვს” – ზელენსკი პრიგოჟინის სიკვდილზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინას ამასთან კავშირი არ აქვს.

,,როდესაც უკრაინამ მიმართა მსოფლიოს ქვეყნებს თვითმფრინავებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო. ყველას ესმის, ვინ არის ჩართული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მსგავსი თემები