კალაპოტებში პირადი, საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა არის ნანახი – თემურ მღებრიშვილი

კალაპოტებში ძალიან ბევრი პირადი, საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა არის ნანახი – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია.

„სამძებრო სამუშაოები გუმათჰესის ტერიტორიამდე გავაფართოვეთ. გუმათჰესის დაგუბებაში ნავით ვაკეთებთ შემოვლებს. ამ პერიმეტრის მანძილზე მიმდინარეობს ფეხით, ნავებითა და ასევე კინოლოგების დახმარებით ძებნა-შველის ღონისძიება. ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია. მინდა გითხრათ, რომ კალაპოტებში ძალიან ბევრი პირადი, საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა არის ნანახი. ამიტომ, არის ალბათობა, რომ მდინარის კალაპოტებში კიდევ ვნახოთ დაკარგულები“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

 

მსგავსი თემები