,,სტიქიის ადგილზე აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება” – ირაკლი ქარსელაძე

“წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება”. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება. მანამდე, დილიდან საჯარისო ნაწილები და მაშველები უკვე გადაყვანილი არიან მეორე მხარეს. სტიქიის ზონაში სრული მობილიზაციაა და მიმდინარეობს სამძებრო და სხვა სახის სამუშაოები. ყველაფერი კეთდება, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს კოტეჯებსა და მიმდებარე ტერიტორიასთან პროგრესის განხორციელება. პარალელურად გავჭერით ახალი დროებითი გზა, რათა უკვე ქვედა მხრიდან მივუდგეთ არეალს. ასევე, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ბუნებრივია, ყველა ეს სამუშაო საბოლოო ჯამში, მიმართულია იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის ადამიანები, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება”, – განაცხადა ქარსელაძემ.

მსგავსი თემები