შოვში, ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია

ცნობილია შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ადამიანის ვინაობა. ის გიორგი გოგინაშვილია.

“არ ვიცი, არ მჯერა და არ მინდა დავიჯერო, ჩემო გმირო ძმაო ! ორი შვილის მამავ და საოცარი ადამიანო, რომ გარდაიცვალე”, – წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ტერიტორიაზე ნახეს ცხედარი.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გამოსვენებულები, პროზექტურაში გადაასვენეს.

მსგავსი თემები