“ლილო მოლში” მომხდარი სროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

საქმე ეხება “ლილო მოლი”-ს ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მომხდარ შემთხვევას, სადაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზარალებულს თავის არეში დაზიანება მიაყენა.

“საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 აგვისტოს, თბილისში, შპს ,,ლილო მოლი“-ს ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზარალებულს თავის არეში დაზიანება მიაყენა, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა”, – წერს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალი სსკ-ის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები