შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები 25-მდე ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც.

შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

მსგავსი თემები