აფეთქებები ქერჩში – ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა

გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ქერჩში, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.

საოკუპაციო “ხელისუფლებამ” ყირიმის ხიდზე “თავდასხმის საფრთხე” გამოაცხადა და მოძრაობა შეაჩერა. ამის შესახებ Telegram არხზე ე.წ. “ხელმძღვანელის” მრჩეველი, ოლეგ კრიუჩკოვი იუწყებოდა, რაც მოგვიანებით რუსულმა სამთავრობო მედია TACC-მაც დაადასტურა.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 4 აგვისტოს ღამით საზღვაო დრონების თავდასხმის შედეგად ქერჩის სრუტეში, სავარაუდოდ, რუსული ქიმიური ტანკერი “SIG” დაზიანდა.

მსგავსი თემები