,,ნაშალი მიწის სიღრმე 4-5 მეტრს აღწევს, რაც სამუშაოების წარმოებას ძალიან აფერხებს” – ზურაბ აზარაშვილი

ნაშალი მიწის სიღრმე 4-5 მეტრს აღწევს, რაც სამუშაოების წარმოებას ძალიან აფერხებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.

,,ვიმყოფებოდი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა. კოორდინირებულად მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები. ყველა მცდელობაა იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ყველა შანსი, რომ ადამიანები ცოცხლად ვნახოთ.

მთის ძალიან დიდი მასაა წამოსული, ათასობით კუბური მეტრი მიწაა და რაც ყველაზე მეტად უშლის სამუშაო პროცესს ხელს, ეს მასა 4-5 მეტრის სიღრმის არის”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მსგავსი თემები