სტიქიის ზონაში დაკარგულებიდან ამ დრომდე არავინ უპოვნიათ

შოვში, სტიქიის ზონაში 25 ადამიანის სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან განახლდა. ციფრი 25 უცვლელია, ამ ეტაპისთვის დაკარგულებიდან  ვერავინ იპოვეს. დაკარგულთა ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ  მათი ოჯახის წევრები შესაძლოა ტყეს აფარებდნენ თავს, თუმცა, ამბობენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, გადარჩენა გაძნელდებოდა. ტალახის უზარმაზარი მასის გამო, მაშველებს ცოცხალი ძალით მუშაობა უჭირთ და კონკრეტულ წერტილებამდე ვერც მიდიან. ადგილზე მუშაობს ყველა  შესაძლო ტექნიკა, რომ შეძლებისდაგვარად გაიწმინდოს ტალახის მასა და მოხდეს მისასვლელი გზის გაკეთება. დაკარგულებს ძირითადად ვერტმფრენებიდან და დრონებით ეძებენ.

მეტი...

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები განახლდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დილიდან გრძელდება.  დღეს ღონისძიებებში  აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობაც მიიღებს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაკარგულ  25 ადამიანს ეძებენ. გარდაცვლილია 11 ადამიანი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი – 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მეტი...

„ენით აუწერელი ტრაგედია“ – შვილმოკლული დედა

2021 წელს მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. „ვერც ვერაფერს ვამბობ, უფალო ისევ შენ დაგვათმენინე გაუსაძლისი ტკივილი. ვუსამძიმრებ და სული მეფლითება, როცა შვილების გარდაცვალებას ვიგებ ენით აუწერელი ტრაგედიაა… ბუნება მბრძანებელიაო და იქნებ ერთმანეთის დანდობა, სიყვარული და დაფიქრება ჩვენს საქციელზე გვიბრძანა“,- წერს იზა ომაძე.  

მეტი...

„თანავუგრძნობ საქართველოს“ – ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარი ქართულ ენაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მოსახლეობას შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს და ტექსტს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე წერს. „ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, – წერს პრეზიდენტი ზელენსკი.  

მეტი...