მე-3 დღეა მარიტა გუტაშვილი შოვში დაკარგულ ოჯახს ეძებს

შოვში დაკარგული ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ქალი უკვე მესამე დღეა სტიქიის ზონაში დაკარგულ 9 ოჯახის წევრს ეძებს.

დაკარგულები არიან და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები. მათი დეიდა და დეიდაშვილები, შორენა ბიჭაშვილი და მარიამ და კოტე მაისურაძეები. მათი ბიძაშვილი, ნატო ჭელიძე სამი მცირეწლოვანი ბავშვით.

“ღარიბაშვილო რომ იყავი ჩამოსული და მეძებდი, მკვლელი არსად იყოს კოტეჯებში და ყველაფერი გადაჩხრიკე, მე ვიყავი ეგ ადამიანი ვისაც ეძებდი, არ დაგხვდი და გაგიმართლა. დატრიალდი და წახვედი? არ არის ეგრე. ჩამოდი კალაძე დადექი და ნახე სანსეტი რა მდგომარეობაში. რა იმედზეა ლაპარაკი, ჯერ 11-იო, გუშინ მანახეს ფოტოები, რომლის ამოცნობაც შეუძლებელია ისეთ მდგომარეობაშია ცხედარი. არავინაა, რომ ვინმემ ყურადღება მომაქციოს. წითელი ჯვრის წარმომადგენლები არიან, საკვები აქვთ მაგრამ იქნებ ჰიგიენური ნივთები მჭირდება”, – ამბობს მარიტა გუტაშვილი.

მსგავსი თემები