შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში ავრცელებს. თავად ზაზა მესხი და მისი სამი შვილი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

“პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები