რაჭაში დაკარგულებიდან სამი ადამიანი კონტაქტზე გამოვიდა

ცნობილი ხდება, რომ სამირა ისაევა, რომელიც სტიქიის ზონაში დაკარგულად მიიჩნევა, მასწავლებელს დაუკავშირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფოიმერეთი” ავრცელებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ისაევა ტყეშია და დახმარებას ითხოვს.

ასევე, ცნობილია, რომ მასთან ერთად დედა-შვილი იმყოფება, მათი ვინაობა ჯერ უცნობია.

ახლობლების ინფორმაციით, 18 წლის სამირა ისაევას ბოლოს 2 აგვისტოს ესაუბრნენ და ამის შემდეგ აღარ უნახავთ, ამ დრომდე ის დაკარგულად მიიჩნეოდა.

მსგავსი თემები