ლიეტუვა უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

ლიეტუვა უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თქმით, უკრაინას უახლოეს მომავალში NASAMS-ის რაკეტების გამშვები სისტემები, ანტი-დრონები, ლოგისტიკური აღჭურვილობა, ჭურვები გადაეცემა.

ცნობისთვის,  2023 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში უკრაინისთვის ლიეტუვის მიერ გადაცემული სამხედრო მხარდაჭერა მოიცავს Mi-8 შვეულმფრენებს, L-70 საზენიტო იარაღს საბრძოლო მასალით, M113 ჯავშანტრანსპორტიორებს, მილიონობით ვაზნას, ყუმბარმტყორცნის საბრძოლო მასალას.

მსგავსი თემები