საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თვითნებურად არ მიიღონ დრონების გამოყენების გადაწყვეტილება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოხალისეებს მოუწოდებს, რომ დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილება არ მიიღონ, რადგან ეს სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის საფრთხის შემცველია.

,,ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.

ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის,” – წერია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები