ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

შოვში დღეს დილიდან ავიაციამ მუშაობა განაახლა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას რაჭაში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მდე ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთო ჯარიც. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი – 598 913 089.

მსგავსი თემები