„ევაკუაცია განხორციელდა“ – აცხადებენ „პრაიდის“ ორგანიზატორები

„პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა“, – აცხადებენ  „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები მას შემდეგ, რაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით”, – აღნიშნავენ „პრაიდის“ ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიააზე, სადაც „პრაიდის“ ფესტივალი იმართება, მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი. ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა კორდონი გაარღვიეს და ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ „ლგბტ ფესტივალი“ საქართველოში ვერ ჩატარდება.

მსგავსი თემები