“პრაიდის” მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ლისის ტბის ტერიტრიაზე ვითარება რადიკალურად დაიძაბა. მდგომარეობა ურთულესია. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც პრაიდის  ღონისძიებებს აპროტესტებენ,  ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაკავებულია ათამდე ადამიანი.

ტერიტორიაზე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმი. საპატრულო ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი იცავს პერიმეტრს, სადაც პრაიდის ღინისძიებები იმართება.

სამართლადამცველები შეიარაღებულები არიან ხელკეტებით, სპეციალური ფარებითა და საჭირო აღჭურვილობოთ. პრაიდის მონაწილეებსა და აქციის მონაწილეებს შორის სწორედ პოლიცია დგას. არიან დაშავებულები.

მსგავსი თემები