პრეზიდენტი  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს

„პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს და მომხდარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასთვის დაცული იქნებოდა აზრის გამოხატვის უფლება და შეკრების თავისუფლება. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, სამართალდამცველებთან შეთანხმებული საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული“ – აცხადებს პრეზიდენტი ლისის ტბაზე, “პრაიდის“ ღონისძიების ჩაშლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კონტრაქცია იყო წაქეზებული მმართველი პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც.

მსგავსი თემები