„პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იკრიბებიან და მსვლელობას მართავენ

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც პრაიდის ფესტივალს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი მშვიდობიანი იქნება და არავის მისცემენ უფლებას, ქართულ ტრადიციებს დარტყმა მიაყენონ.

„ქვეყანა გადასარჩენია. საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მთელი მსოფლიო ამაყობს საქართველოთი და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ, რომ დავრჩეთ ასეთ საამაყო ქვეყნად. ეს სიბინძურე, რაც ხდება, არავის შერჩება, არავის მივცემთ უფლებას ტრადიციებს გადაუარონ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, ქალი ქალია და კაცი – კაცი და ვინც უკუღმართობას გეგმავს, არ შერჩება.

„დიახ, ქალი უნდა გათხოვდეს კაცზე და მამაკაცი დაქორწინდეს ქალზე. ვინც უკუღმართულად ფიქრობს, ეს სიბინძურე შეინახოს თავისთვის და ნუ გვახვევს თავზე. სიბინძურე დაინგრევა“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდი“ დღეს ფესტივალს მართავს. ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე იმართება.

 

მსგავსი თემები