„არ სურთ, ან არ შეუძლიათ, დაიცვან პრაიდის მონაწილეები“ – ევროპარლამენტარი

„პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლით აღშფოთებულია ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც, რომელიც განცხადებას ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა ძალადობრივად დაარღვიეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობასა და პოლიციას  არ სურთ, ან არ შეუძლიათ, დაიცვან პრაიდის მონაწილეთა  კონსტიტუციური უფლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია“, – აცხადებს   ვიოლა ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, რომ „პრაიდის“ ფესტივალი დღეს ჩაიშალა. ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც სამართალდამცველები და სპეცრაზმი იყო მობილიზებული, კონტრაქციის მონაწილეებმა ღონისძიება ჩაშალეს.

 

მსგავსი თემები