პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს „პრაიდის“ უსაფრთხოება დაიცვან

საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის უწყებებს მიმართავს და მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ „პრაიდის“ ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩასატარებლად.

„დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „პრაიდის“ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.

პრეზიდენტის დავალებით, „პრაიდის“ ფესტივალს დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები