„გააუქმონ ეს „სოდომ-გომორი“ ლისის ტბაზე“ – ვატო შაქარიშვილი

„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „პრაიდის ფესტივალის“  გაუქმებას ითხოვს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, პროვოკაცია, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის გარეთ და ამაზე მუშაობს მთელი აგენტურული ქსელი, დაწყებული პრეზიდენტით, რომელმაც დღეს ლგბტ პრაიდის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის, ხელისუფლებას, ეს ხალხი, ათი ათასობით ადამიანი, არის მტკიცე, არის ერთიანი, არის მშვიდობიანი, არ აპირებს უკან დახევას და პოზიცია, რომ საქართველოში ლგბტ “პრაიდ ფესტივალი“ არ ჩატარდება არ გადაიხედება.

ვემორჩილებით და პატივს ვცემთ სამართალდამცავ უწყებებს, არ შევდივართ არანაირ კონფლიქტში, აქ არის ათი ათასობით ადამიანი, ვისაც წინ ვერ აღუდგება ვერავინ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შსს, გასცეს განკარგულება და უთხრას ამ პროვოკაციის ავტორებს, თუ სურთ, რომ აქ უფრო მძიმე პროცესები არ ვიხილოთ, გააუქმონ ეს “სოდომ-გომორი” ლისის ტბაზე, თბილისელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დასასვენებელ ადგილას და წავიდნენ იქ, სადაც აქამდე ატარებდნენ, ანუ დახურულ სივრცეში.

პასუხისმგებლობა თუ ვინმეს აქვს ასაღები, ეს არის ამერიკის ელჩი, საქართველოს პრეზიდენტი და უცხო ქვეყნების აგენტურა, ჟორიკა რურუას მეთაურობით, რომელმაც დაგეგმა სახელმწიფოს წინააღმდეგ ეს პროვოკაცია“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები