„გულდასაწყვეტია“ – ევროკავშირი „პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლაზე

ევროკავშირის წარმომადგენლობა „პრაიდ ფესტივალის“ გაუქმებით შეწუხებულია. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ „პრაიდის“ ფესტივალზე დასასწრებად ევროკავშირის წარმომადგენლებიც ემზადებოდნენ, თუმცა, ღონისძიება ჩაიშალა.

 

მსგავსი თემები