რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს წევრობას იმსახურებს

თურქეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მზადაა ნატო-ს წევრობისთვის. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, უკრაინის სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს.

„ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას. მინდა, თქვენი თანდასწრებით, კიდევ ერთ მომენტს გავუსვა ხაზი; სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – განაცხადა ერდოღანმა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე.

მან უკრაინელ კოლეგას პირობა მისცა, რომ დახმარებას გააგრძელებს.

„ვაგრძელებთ მოლაპარაკებას რუსეთთან ტყვეების გაცვლის საკითხზე. შემდეგ თვეში ბატონი პუტინი ეწვევა თურქეთს. ჩვენ ისევ გვექნება საშუალება, ერთი-ერთზე განვიხილოთ ეს თემა. ასევე გავაგრძლებ მასთან სატელეფონო საუბარს უახლოეს პერიოდში“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მსგავსი თემები