„არ ამოხვიდეთ“ – პრაიდის მონაწილეები სტუმრებს აფრთხილებენ

ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამრთულიყო და დიპლომატებსა და საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ელოდებოდნენ, ჩაიშალა. პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სტუმრები არ ავიდნენ.

„მეგობრებო, არ ამოხვიდეთ არავინ! მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია. არავინ დაშავებულა”, – აცხადებენ პრაიდის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ლისის ტბის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმიც შეიყვანეს. აქციის მონაწილეები პრაიდის ფესტივალს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი „სოდომური“ ღონისძიებები საქართველოში არ გაიმართება.

მსგავსი თემები