პრეზიდენტი ზელენსკი კუნძულ ზმეინზე იმყოფებოდა

კუნძული ზმეინის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთის სამხედროებმა მესაზღვრეები ტყვედ აიყვანეს. დღეს, უკრაინის პრეზიდენტი კუნძულ ზმეინზე ჩავიდა და ომის მე-500 დღეს, დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი.

„კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მიწის ნაგლეჯი ჩვენი შავი ზღვის შუაგულში, ეს არის დიდი დასტური იმისა, რომ უკრაინა დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ყველა ნაწილს!“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები