„შეძრწუნებული ვარ“ – ბრიტანეთის ელჩი „პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლაზე

ლისის ტბის ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სადაც „პრაიდის“ ფესტივალი იყო დაგეგმილი, განცხადებას ბრიტანეთის ელჩი ავრცელებს.

„შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – წერს ელჩი მარკ კლეიტონი, რომელიც „პრაიდის“ ღონისძიებაზე დასასწრებად უნდა მისულიყო.

მსგავსი თემები