„მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას“ – საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი „პრაიდის” ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს და აცხადებს, რომ რაც დღეს მოხდა, იყო წახალისებული.

„ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ სიძულვილის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე. მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აღკვეთოს და აღკვეთოს რეალურად ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები. ეს არის მისი მოვალება და ამას ქვია სამართლის დაცვა. მმარველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება“ – აცხადებს პრეზიდემტი.

მსგავსი თემები