პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში მსოფლიო პატრიარქსაც შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა პატრიარქ ბართლომეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა – ჩვენი ბრძოლა სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ 500 დღეა გრძელდება. ჩვენ გვაქვს მისი უწმინდესობის მხარდაჭერა, ლოცვები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის, უკრაინაში სიცოცხლისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე.

მსგავსი თემები