პოლონეთის იუსტიციის მინისტრი – ,,გამართლებულია პოლონეთის გადაწყვეტილება ევროპის გარეთ მცხოვრები მიგრანტების მიღებაზე უარის შესახებ”

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის, ზბიგნევ ზიობროს განცხადებით, საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება ევროპის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამართლებული აღმოჩნდა.

ზიობროს თქმით, შექმნილი ვითარება იმის დასტურია, რომ ევროპის მიგრაციული პოლიტიკა ჩავარდა.

„ეს არის მიგრაციის პოლიტიკის და „კულტურული გამდიდრების“ იდეების გაკოტრება, პროგრესული ვარდნა და ანარქია. საფრანგეთის შემდეგ იქნება ბელგია, შვედეთი და სხვები. მიეცით პოლონელებს სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა. ჩვენ რეფერენდუმის ჩატარებას ვეუბნებით – დიახ, ლტოლვილების გადაადგილებას კი – არა“, – განაცხადა ზბიგნევ ზიობრომ.

მსგავსი თემები