აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა.

საიდუმლო ვიზიტის დროს უილიამ ბერნსი უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

Agence France-Presse-სთვის მიცემულ კომენტარში აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენელი ამ ინფორმაციას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ვიზიტი უკრაინის კონტრშეტევის ფონზე განხორციელდა.

„ვიზიტის დროს რუსული აგრესიისგან უკრაინის დახმარებასა და სადაზვერვო მონაცემებით ურთიერთგაცვლის აუცილებლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს“, – წერს გამოცემა.

მსგავსი თემები