ზელენსკიმ ავიაკომპანია Georgian Airways-ს ​სანქციები დაუწესა – მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს ​ სანქციები დაუწესა- ამის შესახებ, ინფორმაციას Ekho Kavkaza ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კომპანიას სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდა.

შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, , ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

გარდა ამისა, პერსონალური სანქციები დაუწესდა Georgian Airways-ს დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს

მსგავსი თემები