პრეზიდენტი – ,,მოლდოვა გვაძლევს მაგალითს, რომ გეზი არ უნდა შეიცვალო”

,,მოლდოვა გვაძლევს მაგალითს, რომ შენ შენი გეზი არ უნდა შეიცვალო. ეს მაგალითი ჩვენც გაქვს, როდესაც 2008 წლის ოკუპაციის, გამოცხადებული დამოუკიდებლობის მიუხედავად გეზი არ შეგვიცვლია, სანამ უკრაინაში ომმა არ შეგვაშინა? ცოტა ვერ გავიგე! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

,,მე ვთვლი, რომ ერთადერთი გზა რითაც შეიძლება რუსეთს გავუმკლავდეთ, არის ევროპასთან მჭიდრო კავშირი. ამის მაგალითი არის პატარა ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, რომელსაც შიგნით სერიოზული პრორუსული ძალები აქვს, ქუჩაში გამოდიან და დიდი გამოწვევაა. ის გვაძლევს მაგალითს, რომ შენ შენი გეზი არ უნდა შეიცვალო. ეს მაგალითი ჩვენც გაქვს, როდესაც 2008 წლის და ოკუპაციის, გამოცხადებული დამოუკიდებლობის მიუხედავად გეზი არ შეგვიცვლია, სანამ უკრაინაში ომმა არ შეგვაშინა? ცოტა ვერ გავიგე. ანუ ჩვენი გზა ჩვენ უნდა ვიცოდეთ და საჭირო არ არის ერთი მეორეს კვალიფიკაციით ველაპარაკოთ. ველაპარაკოთ პოლიტიკით, კრიტიკით და ჩვენი მიმართულებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები