,,მოვუწოდებ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხმა აიმაღლონ ძალადობრივი ფაქტების წინააღმდეგ” – მიხეილ სააკაშვილი

“მოვუწოდებ უცხო ქვეყნების საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ამ ძალადობრივი  ფაქტების და მოღალატე მთავრობის მხრიდან სამოქალაქო ომის გაღვივების მცდელობის წინააღმდეგ” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

“ვამაყობ ჩემი თანამებრძოლებით და მათი შეუპოვრობით! ადრე თუ ვიყავით მსხვერპლი, ახლა ჩვენ უნდა ვისწავლოთ თავის დაცვა. ბოლო დღეების ფაქტებმა დაგვანახა, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. უფრო ხშირად უნდა ვიაროთ, უფრო მეტ ხალხს უნდა შევხვდეთ და უფრო მეტნი უნდა ვიყოთ! მოვუწოდებ უცხო ქვეყნების საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ამ ძალადობრივი  ფაქტების და მოღალატე მთავრობის მხრიდან სამოქალაქო ომის გაღვივების მცდელობის წინააღმდეგ” – წერს მიხეილ სააკაშვილი

მსგავსი თემები