,,მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება, ვიმედოვნებ, შემოდგომაზე ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება”- მარკეტა გრეგოროვა

,,მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შეფასებისას საქართველოს ყველა რეკომენდაცია შესრულებული ექნება. „ვიცი, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია, თუმცა ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასება, რომ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. ეს არის მხოლოდ დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა ამ შეფასებებს გაითვალისწინებს და შემოდგომაზე, როცა ევროკომისია ამას შეაფასებს, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

მეტი...

,,თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია წელს უკრაინელ ქალებს ეძღვნებათ”- სალომე ზურაბიშვილი

,,მინდა, თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მობრძანებისათვის პირადად გადაგიხადოთ მადლობა ყველას – ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. “ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების – მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად. ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ქალებზე, რა თქმა უნდა, ომები და მშვიდობა უშუალოდ ახდენს ზემოქმედებს და მინდა, ეს მეორე კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, რომლებიც დღესაც, წელიწადნახევარის შემდეგაც, უკრაინაში ჭურვების ქვეშ არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს,…

მეტი...

თბილისში მოტოციკლეტი მეეზოვეს დაეჯახა

თბილისში, გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლეტი მეეზოვეს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

პირველ ივლისს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი – მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი ჩამოასვენეს. მალხაზ კვიჟინაძე ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, ის აგვისტოს ომის მონაწილეა. ასევე 2008 წლის ომის მონაწილე იყო ჯონი ოდიშვილი. არსებული ინფორმაციით, ოდიშვილი ბახმუტთან დაიჭრა, მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

,,ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირეები ხელისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი

“მე კარგად ვიცნობ პუტინს და ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული მე ის არ მახსოვს. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირეები ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს. “მე კარგად ვიცნობ პუტინს და ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული მე ის არ მახსოვს. მე კარგად ვიცნობ პუტინს და ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული მე ის არ მახსოვს. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირეები ხელისუფლებაში. შემდეგ იქნება მოკლე გადასვლა და დიდი არეულობა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებაზე ბრძოლის ველზე. პროგრესი სახეზეა, ბახმუტს…

მეტი...

პარლამენტის სესია დაიხურა, თუმცა, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა გაუგზავნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ანგარიშის წარდგენით პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. მეათე მოწვევის პარლამენტის მესამე საგაზაფხულო სესია, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები იმართება. საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.  სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. გუშინვე, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტე რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა. რიგგარეშე სესია კი 3 ივლისს გაიმართება.  

მეტი...

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთი იკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. „სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, 2023 წლის 3 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეტი...

„ევროპას ვაოცებთ დემოკრატიით“ – ეკა ბესელია

პარლამენტი ყოფილი წევრი ეკა ბესელია საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით მოკლე განცხადებას აკეთებს. „დღევანდელი საპარლამენტო სხდომა მძიმე დიაგნოზია… ცარიელ დარბაზში ერთგულების ფიცი ჰაერში გაკვანძული მუშტების ქნევით … პ.ს ამოიღეთ გახარიას გამოსვლის დროს კობახიძის ხოტბა და იგივე სიტყვები უძღვნა ღარიბაშვილს … ისევ 10/0. ევროპას ვაოცებთ დემოკრატიით“ – აცხადებს ბესელია.

მეტი...