,,არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც მისწრაფება აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი და და ყოველ მეორე დღეს ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე”- სალომე ზურაბიშვილი

,,ევროკავშირი ისტორიულად პირველი ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანება ყველას თავისი ნებით უნდა. არა იმიტომ, რომ ვიღაც თავში გირტყამს და გაძალებს, ან ამას სხვადასხვა ფორმით გაძალებს, არამედ იმიტომ, რომ ხალხს უნდა. ჩვენ ვართ ამის მაგალითი. ჩვენ ხალხს უნდა – მთავრობა ასრულებს, თუ არ არ ასრულებს ამ რეკომენდაციებს, კომისია თავისას იტყვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში წევრობა სურს არ შეიძლება ევროკავშირის ელჩს ლანძღავდეს.

„მოდის მეორე გამოწვევა,რომელიც არის მთავრობის, უმრავლესობის, არ ვიცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოსული გზავნილების, თუ არა, მაგრამ იმ რიტორიკის, რომელიც არის სრულიად მიუღებელი. არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც მისწრაფება აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი და და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე, როდესაც ის ტოვებს ქვეყანას, რაც ასევე ჩვენ ზრდილობასთან და სტუმართმოყვარეობასთან არაფერ კავშირშია და ყოველდღიურად აკრიტიკებდე ხან ევროპარლამენტარებს, ხან ჩვენ პარტნიორებს, ხან მათ აბრალებდე, რომ ომი უნდათ, რომ ისინი არიან „ომის პარტია“.

ევროკავშირი შეიქმნა იმისთვის, რომ კონტინენტზე ომი აღარ ყოფილიყო იმ ევროპულ ქვეყნებს შორის და მართლაც შეძლო ის, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ უზარმაზარ გაერთიანებაში არიან. ეს არის ისტორიულად პირველი ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანება ყველას თავისი ნებით უნდა არა იმიტომ, რომ ვიღაც თავში გირტყამს და გაძალებს, ან ამას სხვადასხვა ფორმით გაძალებს, არამედ იმიტომ, რომ ხალხს უნდა. ჩვენ ვართ ამის მაგალითი. ჩვენ ხალხს უნდა. მთავრობა ასრულებს, თუ არ არ ასრულებს ამ რეკომენდაციებს კომისია თავისას იტყვის, შუალედური უკვე უკვე შეფასება მისცა, მე ამას აღარ დავუბრუნდები. აქ მთავარი არის გზავნილი, რომელიც მე მუდმივად მესმის, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლებს ვხვდები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები